საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი

27 ივლისი 2021, 11:06 1205 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 335 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ჩატარდა 42 235 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 27 425, „პისიარ“ ტესტით – 14 810.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,68%, ბოლო 14 დღის –  6,03%, ბოლო შვიდი დღის –  6,71%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 666 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 938 შემთხვევა, აჭარა - 378, იმერეთი - 362, ქვემო ქართლი - 179, შიდა ქართლი - 205, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 175, კახეთი - 222, მცხეთა-მთიანეთი -83, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 407 689 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 376 088 გამოჯანმრთელდა, 5 731 კი, გარდაიცვალა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში