ქელეხი, ქორწილი, წვეულება, კონცერტები სრულად უნდა აიკრძალოს, აუცილებელია საზღვარზე კონტროლის გამკაცრება - ამირან გამყრელიძე

27 ივლისი 2021, 11:48 11587 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია პირბადის ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ასევე ღია სივრცეებში იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან.

მისივე თქმით, წინაასაარჩევნო პერიოდში აუცილებელი იქნება შეკრებებისას ღია სივრცეში პირბადის ტარება.

გამყრელიძის განცხადებით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ასევე ის, რომ მთავარი ყველაზე დიდი ბუსტერები სადაც გვაქვს ქელეხი, ქორწილი, წვეულებები, კონცერტები სრულად აიკრძალოს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აუცილებელი იქნება საზღვრებზე კონტროლის გამკაცრება, იმისათვის, რომ ნაკლებად შემოვიდეს ინფიცირებული ადამიანი ქვეყანაში და რაც მთავარია, მოხდეს სასტუმროებში მეტი ადგილის მობილიზება.

"დღეს დამატებითი დავალებები გაიცა საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომ  მობილიზებული იქნას შესაბამისი ოთახების რაოდენობა, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებულები, ისე მათთან კონტაქტში მყოფები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვთ, სახელმწიფომ იზრუნოს მათზე და გადაიყვანონ შესაბამის სივრცეებში. ასე გადაცემის ჯაჭვს მაქსიმალურად მალე გავწყვეტთ და ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში