ბიზნესმა უნდა დაიცვას მოქმედი რეგულაციები, რომ არ აღმოჩნდეს ცუდ მდგომარეობაში - პაატა იმნაძე

27 ივლისი 2021, 12:18 991 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები რომ ასრულდეს საკმარისი იქნება და დამატებითი გამკაცრება საჭირო არ გახდება.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ ეს ეხება ბიზნესს სექტორსაც.

"ბიზნესი თუ არ დაიცავს საკუთარ ტერიტორიაზე იმ რეგულაციებს რაც დაწესებულია, არ აცრის თავის თანამშრომლებს, ეს ბიზნესები ჩავარდება ცუდ მდგომარეობაში. რადგან ტურისტი რომ წავა აქედან ინფიცირებული და ბევრია უკვე ასეთი შემთხვევები, მათ შორის ისრაელში, კუვეიტში, საიდანაც ჩვენ ვიღებთ შემდგომ შეტყობინებებს, იმ სასტუმროში მერე იქიდან გამოუშვებს ვინმე ტურისტს?

მთავარია ვაქცინაცია და ნიღაბი"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში