რომელი ვაქცინით შეიძლება აიცრან ორსულები და ბავშვები - პაატა იმნაძის განმარტება 

27 ივლისი 2021, 12:26 898 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ორსულებს ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლებლობა აქვთ ''ფაიზერის'' ვაქცინით აიცრან. რაც შეეხება ჩინურ ვაქცინებს, ჯერ-ჯერობით კვლევები დასრულებული არ არის. 

''სინოფარმს'' და ''სინოვაკს'' უწერიათ ინსტრუქციაში, რომ ორსულები არ იცრება, იმიტომ რომ კლინიკური კვლევები არ არის დასრულებული. ​''ფაიზერს'' ჩაწერილი აქვს, რომ ექიმისა და ორსულის კონსულტაციით შემდეგ შესაძლებელია ორსულების აცრა ვინც მაღალი რისკის ქვეშაა'' - განაცხადა იმნაძემ. 

​რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა, რადგან მას შესაბამისი ჩვენება ჰქონდა.

„ფაიზერს“ უწერია თავის ახალ ინსტრუქციაში, რომ 12 წლიდან შესაძლებელია აცრა. ამავე დროს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ეს ოფიციალურად. ჩვენ ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 12 წლიდან დაშვებული იქნება აცრები. როგორც კი ეს იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, ჩვენთანაც დავწევთ შესაბამის ვაქცინებზე ასაკს.

საქართველოში უკვე იყო ერთი პრეცედენტი, როცა 12 წლის ბავშვი აიცრა''- განაცხადა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში