ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და მაღაზიები დაიტბორა

27 ივლისი 2021, 13:51 2738 ნახვა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

უხვი ნალექის გამო დატბორილია 10-ზე მეტი გზაჯვარედინი და საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.

განსაკუთრებით რთული ვითარება ე.წ ჭაობის დასახლებასა და აღმაშენებლის ქუჩაზეა.

წყალი, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის  პირველ სართულზე შევიდა და საყოფაცხოვრებო ტექნიკა დააზიანა, დატბორილია მაღაზიები.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ უწყებაში დატბორვის შესახებ 150-მდე  შეტყობინება შევიდა.

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ხორციელდება ამოტუმბვითი სამუშაოები და პარალელურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების გაწმენდა.

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში