ცხელ ხაზზე დატბორვასთან დაკავშირებით 100-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა - ბათუმის მერია

27 ივლისი 2021, 15:20 1530 ნახვა

ბათუმში, ძლიერმა წვიმამ, ქუჩები და ეზოები დატბორა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს ,,ბათუმის წყალი“, რომელიც ამოტუმბვით სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის ცხელ ხაზზე დაფიქსირებულია 100-ზე მეტი შეტყობინება.

სტიქიის შედეგად, გონიო-კვარიათისა და კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულებში განვითარდა მეწყრული პროცესები.

''ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლები. ხორციელდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები.

დაზარალებულების მდგომარეობას შეისწავლიან და შესაბამისი დახმარება კომისიური წესით განხორციელდება.

სანიაღვრე წყლების დროულად გადინების მიზნით ინტენსიურად იწმინდება სანიაღვრე ჭები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში