მოქალაქეთა ჯგუფი ვაქცინაციის შეწყვეტის მოთხოვნით კანცელარიასთან შეიკრიბა​ - ანტივაქსერების აქცია 

27 ივლისი 2021, 15:30 2606 ნახვა

მთავრობის კანცელარიასთან დღეს ანტივაქსერების აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფი ვაქცინაციის შეწყვეტის მოთხოვნით კანცელარიასთან შეიკრიბა და ხელისუფლებისგან იმუნიზაციის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

მათი განცხადებით, ვირუსისგან ხალხს მხოლოდ ეკლესია დაიცავს და ვაქცინა საჭირო არ არის.

"ქვეყანაში არ არის ისეთი სიტუაცია, როგორსაც ესენი გვიხატავენ, ნუ გვაძალებენ. გრიპი ყოველთვის იყო. ეს არ არის ჩვენთვის მისაღები.

უფალზე უნდა ვიყოთ ყველა მინდობილი, გენეტიკურ კოდზე მოქმედებს ეს ყველაფერი"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში