მეწყერი ახალსოფელში

27 ივლისი 2021, 18:34 1327 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ საავტომობილო გზას შეუქმნა საფრთხე ახალსოფელში ძლიერი წვიმის შედეგად მიწის ჩამოშლამ.

დასახლებაში აცხადებენ, რომ ქუჩაზე არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც წვიმის დროს წყალი სახლებში შედის და აზიანებს გზებს.

მერიის ინფორმაციით, მცირე მეწყრული პროცესები განვითარდა ასევე გონიოში, კვარიათში და პრობლემური ზონები უკვე გაწმენდილია. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში