სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა

27 ივლისი 2021, 18:47 1292 ნახვა

სერბეთმა საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი აღიარა , - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის სერტიფიკატი სერბეთის რესპუბლიკის მთავრობამ ქართული მხარის მიმართვის საფუძველზე, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით აღიარა.

"სერბეთის მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის განკარგულებით, მოქალაქეები საქართველოს მიერ გაცემული COVID-19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში სერბეთის რესპუბლიკაში შესვლა 24 ივლისის 00:00 საათიდან შეუძლიათ“, - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპაში ციფრული COVID-პასპორტები 1 ივლისიდან ამოქმედდა. დოკუმენტი ვაქცინაციის, ტესტებისა და დაავადებისგან გამოჯანმრთელების შესახებ მოიცავს ინფორმაციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში