საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი  

28 ივლისი 2021, 10:54 1307 ნახვა

28 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 20 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა  1 509 პირი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 553 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 311 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.28 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.92 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 141 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 648 შემთხვევა, აჭარა - 438, იმერეთი - 270, ქვემო ქართლი - 152, შიდა ქართლი - 132, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 139, კახეთი - 186, მცხეთა-მთიანეთი -70, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 456 საიდანაც: 5 256 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 836, აჭარაში - 516, იმერეთში - 660. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 018 პირი, მათ შორის, თბილისში - 463, აჭარაში - 81, იმერეთში -245. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 212 პირი, მათგან თბილისში - 162, აჭარაში - 3, იმერეთში - 15. 1 798 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 976 - თბილისში, 504- აჭარაში. 20 402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 8.

სულ 6 ოქტომბრიდან - 27 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 978 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18 470 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 220, იმერეთში - 1 990.

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში