გონიოში მეწყერი ჩამოწვა

28 ივლისი 2021, 11:50 1243 ნახვა

გონიოში, პეტრე იბერის ქუჩაზე მეწყერი ჩამოწვა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყლის ნაკადმა  საავტომობილო გზა დააზიანა, რომლითაც ციტრუსების დასახლებაში მცხოვრები ასობით ოჯახი სარგებლობს.

იქვე, რამდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმროც მუშაობს და ათობით ტურისტს მასპინძლობენ. 

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. 

ამ ეტაპზე გზა გაწმენდილია, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან და საცხოვრებელ სახლებამდე მისვლა, მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებითაა შესაძლებელი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში