ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

28 ივლისი 2021, 15:25 1959 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. 90 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ბექაური გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა და ძირითად დროში ვაზარით მოუგო.

ნახევარფინალში ლაშამ რუსეთი ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მიხეილ იგოლნიკოვი ძირითად დროში ვაზარით დაამარცხა.

მანამდე  მეოთხედფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო. 21 წლის ბექაური პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე და მესამე წრეში კი პოლონელ პიოტრ კუჩერას და ისრაელის ნაკრების წარმომადგენელ ლი კოჩმანს მოუგო.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ დროისთვის 3 მედალი აქვს 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი. სამივე მედალი ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზეა.

66 კგ.ში ვერცხლის მედალი ვაჟა მარგველაშვილმა მოიგო, ხოლო მეორე ვერცხლი 73-კგ.ში ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზეა.

90კგ.ში კი ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში