კაპიტოლიუმზე შტურმის საქმე

28 ივლისი 2021, 14:01 922 ნახვა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ კომიტეტში, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე  ჩვენებები კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცრებმა მისცეს.

თავდაპირველი ინიციატივით, 6 იანვრის მოვლენებზე კონგრესში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია უნდა შექნილიყო, თუმცა რესპუბლიკელებმა აღნიშნული ინიციატივა დაბლოკეს, რის შემდეგაც შეიქმნა სპეციალური ცხრაწევრიანი კომიტეტი, რომლის მუშაობას მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა – ლიზ ჩეინიმ და ადამ კინზინგერმა. ივნისის ბოლოს, დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი საგანგებო კომიტეტის შექმნის წინადადებით გამოვიდა.

რესპუბლიკელებმა დემოკრატებს ბრალი დასდეს, რომ მათ წინასწარ გათვლილი შედეგის მიღება სურთ. 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. დაპატიმრებულია არეულობის სულ მცირე 535 მონაწილე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში