ლიტერატურულ პრემიას მონაწილეები ტოვებენ

29 ივლისი 2021, 18:16 1409 ნახვა

ლიტერატურული პრემია "ლიტერა" ამ დროისთვის ათზე მეტმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ბოიკოტის ძირითადი მიზეზი კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და ჟიურის შემადგენლობაა. კერძოდ, ჟიურის მე-5 წევრი, იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც კულტურის სამინისტრომ დანიშნა. "ლიტერას" ჟიურის წევრებიდან 4 მწერალთა სახლმა შეარჩია.  ლიტერატურული პრემია "ლიტერას" 6 ნომინაციაში საკონკურსოდ 110 წიგნი იყო წარმოდგენილი.  ჩვენ დავუკავშირდებით, კულტურის სამინისტროს, უწყებაში ამბობენ, რომ კონკურსს ,,ლიტერა" სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. სამინისტროს კი   კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი  სამინისტროს წარმომადგენელია.  გარდა ამისა, სამინისტროს მიერ კონკურსის ჩასატარებლად მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი. მოგვწერეს უწყებიდან. მწერალთა სახლში კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში