აჭარაში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა დადასტურდა 

30 ივლისი 2021, 11:02 1158 ნახვა

30 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 419 ადამიანს დაუდასტურდა. 

ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 273 საიდანაც 5 547 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 557. მძიმე პაციენტია 91, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება  4 პირი. 

1 963 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 048 - თბილისში, 605- აჭარაში.

21 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 46, ხოლო აჭარაში - 8.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 035 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 523, პირი, აჭარაში - 3 833.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში