თუ ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000 მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს - ბიძინა კულუმბეგოვი

30 ივლისი 2021, 14:44 1251 ნახვა

ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა 5 ათასს მიაღწევს, ქვეყანამ შეზღუდვები უნდა დააწესოს. მისი თქმით, სხვანაირად ეპიდემიის კონტროლი ვერ მოხერხდება.

„ქვეყნისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა 3 ათასიანი ნიშნული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია. მაგრამ წინა ტალღებთან შედარებით, მთავარი საპირწონე არის ის, რომ გვაქვს უზარმაზარი და უძლიერესი ძალის ინტერვენციის საშუალება, რასაც ვაქცინაცია ჰქვია.

ბუნებრივია, ვიცით, რომ საქართველოში, უცებ ხვალ ვერ გავიღვიძებთ და ჩვენი სურვილის მიუხედავად, ყველა ორჯერადად აცრილი ვერ იქნება, ამას ობიექტური დროის ფაქტორი აქვს და ის ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს.

ჯერჯერობით, ამ რაოდენობის პაციენტებს ქვეყანა უმკლავდება, თუმცა, სამწუხაროდ, რაც მეტი ადამიანია ინფიცირებული, მეტია ჰოსპიტალიზებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ მეტია გარდაცვლილი,“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში