მთავრობა ვაქცინაციის ფორსირებას ცდილობს

30 ივლისი 2021, 20:19 1074 ნახვა

თუკი მოქალაქე Sinovac-ს ან Sinopharm-ს იკეთებს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია ცოცხალი რიგით ვაქცინაცია, Pfizer-ის შემთხვევაში კი, წინასწარი რეგისტრაციაა აუცილებელი. სახლში მწოლიარე პაციენტებისთვის ვაქცინაცია ბინაზეც ტარდება. მობილური ჯგუფი მათთან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურთან ერთად მიდის. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ამბობს, რომ თუ ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით მილიონი აცრა ჩატარდება, ამით პანდემიის ყველა მაჩვენებელს სრულად გადავლახავთ. ამირან გამყრელიძის თქმით, 26 ივლისიდან ქვეყანაში მეოთხე პიკის დასაწყისია , რომელიც შესაძლოა კიდევ 2 კვირა გაგრძელდეს. საქართველოში კორონავირუსით 2712 ადამიანის ინფიცირება, ჩატარებულმა 39 ათას 1260-მა ტესტმა დაადასტურა. აქედან აჭარაში 419 შემთხვევაა. რეგიონში ფაიზერით ვაქცინაცია დამატებით 5 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი,მათ შორის მაღალმთიანეთში

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში