კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში

31 ივლისი 2021, 12:30 873 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 198 მილიონს გადააჭარბა. 

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.2 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 178.9 მილიონს აღემატება. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 14.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 35.6 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 31.6 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში