ერაყის პრემიერ-მინისტრის განცხადება

08 ნოემბერი 2021, 11:20 945 ნახვა

​ერაყის პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო და თავდასხმას ლაჩრული მოქმედება უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ, რომლებსაც აუცილებლად მოძებნიან.

ერაყის სამთავრობო რეზიდენციის დაბომბვა დაგმო აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ერაყის ხელისუფლებას ინციდენტის გამოძიებაში დახმარებას დაჰპირდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაზე უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რეზიდენციის გარეთ მყოფი დაცვის ექვსი თანამშრომელი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო დაჯგუფებას არ აუღია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში