კაპანდიბში ფერდსამაგრი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

31 ივლისი 2021, 12:13 859 ნახვა

სოფელ კაპანდიბში მცხოვრები მორთულაძეები, ფერდსამაგრი სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ, მათი მტკიცებით ალმირების გარეშე კედელი ვერ გამაგრდება და პროექტში ცვლილების შეტანას და ტერიტორიის ისევ შესწავლას ითხოვენ.

ხელვაჩაურის მერი ოჯახის მოთხოვნას უსაფუძლოს უწოდებს და განმარტავს რომ პროექტში ცვლილებები ვერ  განხორციელდება და მორთულაძეების უარის გამო შესაძლოა პროექტი შეჩერდეს. კაპანდიბში, მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ხელვაჩაურის მერიის ბიუჯეტიდან 70 ათას  ლარზე მეტი  იხარჯება, თუ მოქალაქეები სამუშაოების გაგრძელებაზე კვლავ უარს იტყვიან თანხა სხვა პროექტზე გადანაწილდება. მორთულაძეების ოჯახათან მიწის მასა გასულ კვირასაც ჩამოიშალა.

ჯამში კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბოლო კვირაში ათამდე მეწყრული პროცესები გააქტიურდა, ტერიტორიებს მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე სპეციალისტები სწავლობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში