განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები და კუსრდამთავრებულები

31 ივლისი 2021, 15:18 1404 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ შერჩეულ სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა. ​პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ინიციატივით, ცენტრი 2014 წელს შეიქმნა და 1 150-ზე მეტ წარმატებულ სტუდენტს დაუფინანსა სწავლა საზღვარგარეთ.მისი თქმით  მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი კონცენტრირებული იყოს მხოლოდ საკუთარ განათლებაზე და არ ფიქრობდეს დამატებითი ფინანსების მოძიებაზე.

სახელმწიფო აფინანსებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, ასევე ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას საზღვარგარეთ, შესაბამის კვლევით თუ პროფესიულ ინსტიტუტებში.შეხვედრაში განათლების მინისტრიც მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში