ხელბურთის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

31 ივლისი 2021, 18:10 927 ნახვა

აჭარის ხელბურთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით კვლავ ზურაბ ურუშაძე აირჩიეს. ყრილობას 19-დან 15 დელეგატი ესწრებოდა. ურუშაძე 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ფედერაციას და ამ არჩევნებზეც ის მხოლოდ ერთი კანდიდატი გახლდათ.

ვიცე-პრეზიდენტად დავით ნიკოლაიშვილი აირჩიეს, რომელიც 2006 წლის მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონია, გენერალურ მდივნად კი ბათუმის მერიასთან არსებული ხელბურთის კლუბის წარმომადგენელი გიორგი ქავთარაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში