პარლამენტს 5-6 ივლისის მოვლენებზე კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება

01 აგვისტო 2021, 18:20 1061 ნახვა

პარლამენტის ბიუროს 2 აგვისტოს სხდომაზე, 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარედგინება.პარლამენტის დადგენილების პროექტი ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა მოამზადა.

დადგენილების მიღების შემთხვევაში, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც 3 თვის განმავლობაში საქმის შესწავლის ფარგლებში საჯაროდ გამოკითხვას საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნას და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში