ხანძარია საბერძნეთში

01 აგვისტო 2021, 18:05 1564 ნახვა

საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ტყის ხანძრის გამო ოთხი სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.ხანძარი საბერძნეთის სიდიდით მესამე ქალაქ პატრასიდან დაახლოებით 30 კილომეტრში, ტყეში გაჩნდა.

ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს. ცეცხლი საფრთხეს უქმნის ზღვისპირა დასახლებებს.ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-მდე მეხანძრე მონაწილეობს. ჩართულია რვა სახანძრო თვითმფრინავი, შვიდი ვერტმფრენი, ასევე სახანძრო სამსახური სპეციალური დანიშნულების ძალების ნავი, რომლითაც ზღვის სანაპიროდან იმ დამსვენებლების ევაკუაცია ხდება.საბერძნეთის ხელისუფლების მონაცემებით, მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში საბერძნეთში ხანძრის 56 კერა გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში