მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 394 მიგრანტი გადაარჩინეს

01 აგვისტო 2021, 20:15 641 ნახვა

მაშველებმა ხმელთაშუა ზღვაში 394 მიგრანტი გადაარჩინეს. როგორც მედია წერს, ნავებზე ადამიანების რაოდენობა გადაჭარბებული იყო, რის გამოც მათ დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდათ.

ნავებმა მიგრანტები ტუნისის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს, რომლებსაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩაღწევა და თავშესაფრის მიღება ჰქონდათ გადაწყვეტილი.გამოცემა წერს, რომ ბოლო დროს იმ ლტოლვილების რიცხვი, რომლებსაც ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთით ევროპაში შეღწევა სურთ, მკვეთრად გაიზარდა. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ამის მიზეზი ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე საომარი მოქმედებებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში