ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კენჭს მეოთხედ უყრიან

02 აგვისტო 2021, 10:14 933 ნახვა

პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარესა და ორ წევრს დღეს კენჭს მეოთხედ უყრიან.

კენჭისყრა ამჯერად სრული შემადგენლობის უმრავლესობის კვორუმით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს სულ მცირე 76 ხმით არჩეული კანდიდატები დაიკავებენ.

ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად, პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა, ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო, ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა.

სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში