ტყის ხანძრები იტალიაში

02 აგვისტო 2021, 09:54 703 ნახვა

ტყის ხანძრის გამო იტალიის კუნძულ სარდინიადან საგანგებო სიტუაციების სამსახურებმა ასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რამდენიმე თვითმფრინავი ჩაერთო.

ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი 20 000 ჰექტრამდე მცენარეულ საფარს მოედო, განადგურებულია რამდენიმე სახლი და დაიხოცა შინაური ცხოველი. კუნძულიდან 1 500 ადამიანია ევაკუირებული.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ. ევაკუირებულ და რისკის ქვეშ მყოფ პირებს საგანგებო სიტუაციების სამსახურების 7 500-მდე თანამშრომელი უწევდა დახმარებას.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე, სანამ ხანძრის სრულად გაკონტროლება არ მოხდება, ვინაიდან სინოპტიკოსები მაღალი ტემპერატურის შენარჩუნებას ვარაუდობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში