ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების საქმე

02 აგვისტო 2021, 11:56 1043 ნახვა

პოლიცია ამ დრომდე ეძებს ადამიანს, რომელმაც ავსტრალიის მოქალაქე მოკლა. საგამოძიებო უწყებამ ფოტო-რობოტი შეადგინა, რომლის მიხედვითაც სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. ავსტრალიის მოქალაქის, შანეი ბრუკის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვები განახლდა. საგამოძიებო მოქმედებები კი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გამომძიებელთა შეკითხვებს 31 წლის პედაგოგის მეგობრები და კოლეგების ნაწილი პოლიციის განყოფილებაში გუშინ გვიან ღამემდე პასუხობდა. შეგახსენებთ, შანაი ბრუკის საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება ახლა უკვე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში