ფერმერებს, რომლებიც მცირე სასტუმროს ან რესტორნის გახსნას გადაწყვეტენ მთავრობა დაეხმარება - ნათია თურნავა

02 აგვისტო 2021, 13:30 1284 ნახვა

ნათია, თურნავას განცხადებით, მთავრობა აგროტურისტულ და ეკოტურისტულ მცირე საწარმოებს დაემხარება.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, პანდემიის დროს ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა სწორედ ღია სივრცეში არსებულ ტურისტულ ობიექტებზე.

"ჩვენი ფერმერები, რომლებიც მოისურვებს, გარდა თავისი მცირე ფერმერული მეურნეობისა ან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა, იქვე დაამატონ მცირე სასტუმრო, ან მცირე რესტორანი ან ტურიზმთან დაკავშირებული სხვა აქტივობა, მათაც შეეძლებათ, ისევე როგორც იმპორტის ჩამნაცვლებელ ბიზნესებს ისარგებლონ სესხის პროცენტის სუბსიდირებით, საკრედიტო უზრუნველყოფით და 15%-იანი გრანტით"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში