31 ადამიანი დავაკავეთ, ცოტა არ დაგვიკავებია, 53 ჟურნალისტის სცემა არ ყოფილა - ვახტანგ გომელაური

02 აგვისტო 2021, 15:31 1060 ნახვა

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ჟურნალისტებზე თავდასხმა ძალიან მძიმეა და მომხდარს კიდევ ერთხელ გმობს.

„რა თქმა უნდა, ვგმობ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ასეთი რამ მართლა არ მახსოვს - ჟურნალისტებზე თავდასხმა ძალიან მძიმეა და კიდევ ერთხელ ვგმობ. რაც შეეხება ორგანიზატორების დასჯის თემას, ამაზე მინდა გითხრათ, რომ გამოძიება დაწყებულია. თუმცა დანაშაულის სტანდარტები და დაკავების თუ არ გამოიკვეთა მე რა უფლება მაქვს დავაკავო?

31 ადამიანი დავაკავეთ, ცოტა არ დაგვიკავებია.. 53 ადამიანის სცემა არ ყოფილა, 6 ჟურნალისტი იყო მძიმე დაზიანებებით, 17 მსუბუქი დაზიანებებით. ფაქტები მოგვეცით, მოიტანეთ ფაქტები. აი, 100 კაცი სცემეს, ასე ხომ არ არის?! და დაიჭიროთ 1000 კაცი“, - განაცხადა ვახტნაგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში