ესტონეთში ეპიდსაწინააღმდეგო წესებს ამკაცრებენ

02 აგვისტო 2021, 18:38 880 ნახვა

დღეიდან ესტონეთის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება ისევ სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს. უწყების ცნობით, მიზეზი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვის მატებაა, რის გამოც საავადმყოფოები გადატვირთულია. მანამდე პირბადის სავალდებულო ტარება 2 ივნისს გაუქმდა.დღეიდან მასობრივ ღონისძიებებზე დამსწრეთა რიცხვი 500 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს, ღია ცის ქვეშ - ათას 500-ს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში