ავსტრალიაში „დელტა“ შტამის გავრცელების გამო შეზღუდვები დაწესდა

02 აგვისტო 2021, 18:41 1577 ნახვა

კორონავირუსის "დელტა" შტამის გავრცელების გამო ავსტრალიის ხელისუფლება შტატებს შორის მოგზაურობაზე შეზღუდვებს აწესებს. პირველ  აგვისტოს დაიხურა ვიქტორიასა და ქუინსლენდს შორის საზღვარი, დღეს კი დამატებითი შეზღუდვები ახალი სამხრეთ უელსის მოსახლეობასაც დაუწესეს. 3 აგვისტოდან ვიქტორიას ტერიტორიაზე შესვლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იქნება ნებადართული. დასავლეთ ავსტრალიის ტერიტორიაზე მოხვედრას მხოლოდ ახალი სამხრეთ უელსის მოსახლეობის ნაწილი შეძლებს, დანარჩენებს კი 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში