მთავრობა წამლის გადაჭარბებულ ფასებზე

02 აგვისტო 2021, 19:34 1622 ნახვა

პრემიერ-მინისტრი მედიკამენტების მაღალ ფასებს იწუნებს. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 300-400%-იანი ფასნამატი არც ერთ ქვეყანაში არ არის, რაც არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს. ეკონომიკის მინისტრი გამორიცხავს ფასის ზრდა ეროვნული ვალუტის კურსს დაბრალდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში კურსი შედარებით დასტაბილურებულია. ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ სიტუაცია კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა და მონიტორინგის შუალედური ანგარისი უახლოეს დღეებში უნდა გამოქვეყნდეს. კონკურეცნიის სააგენტოში არ გამორიცხავენ, რომ ფასების დასტაბილურებისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც იყოს საჭირო.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში