გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს - IRI-ის კვლევა

02 აგვისტო 2021, 18:53 909 ნახვა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგი არიან.

გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეების 45% ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. მაჩვენებელი, 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრდილი.

კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმეტესობა, 25% ამბობს, რომ მისთვის ყველაზე სანდო ვაქცინა Pfizer-ია. „სინოფარმს“ -8% ენდობა,  „ასტრაზენეკას“ - 7%, სინოვაკს -4%, მოდერნას კი - 1%, 27%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 მოქალაქე გამოიკითხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში