მოჭიდავე რამაზ ზოიძე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

03 აგვისტო 2021, 08:30 2535 ნახვა

ქართველი მოჭიდავე რამაზ ზოიძე ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია. 67 კგ. წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში რამაზმა ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელი ალ ობაიდი დიდი უპირატესობით 10-0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

რამაზ ზოიძეს ფინალში გასასვლელად ეგვიპტელი მოჰამადრეზა გერაეის დამარცხება მოუწევს. ნახევარფინალური შეხვედრები 13:10 საათიდან დაიწყება.

ზოიძემ პირველ ეტაპზე მსოფლიოსა და რიოს ოლიმპიადის ჩემპიონს კუბელ ისმაილ ბორეროს 3-2 მოუგო.

87 კგ-ში კი სამწუხაროდ ლაშა გობაძე ოლიმპიურ თამაშებს დაემშვიდობა. პირველ შეხვედრაში ლაშა უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან 5-6 დამარცხდა. უზბეკი უკვე შემდეგ ეტაპზე დამარცხდა, რის გამოც ლაშა დამამშვიდებელ წრეში ვეღარ გამოვა. 

97 კგ.ში გიორგი მელია დამამშვიდებელ წრეში გამოეთიშა ასპარეზობას და ბრინჯაოს მედლის გარეშე დარჩა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში