საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი

03 აგვისტო 2021, 10:52 1326 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, „პისიარ“ ტესტით – 28 674.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 10,99%, ბოლო 14 დღის – 7,41%, ბოლო შვიდი დღის – 8,08%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 428 670 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 388 893 გამოჯანმრთელდა, 5910 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 523 466 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 677.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში