საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრი დოპინგის გამო ოლიმპიადიდან მოხსნეს

03 აგვისტო 2021, 11:54 949 ნახვა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრი მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია.

აბრამიანი ასპარეზობაში დღეს უნდა ჩართულიყო, თუმცა დოპინგ-ტესტი ჩააგდო. სპორტსმენს ტესტი 31 ივლისს აუღეს და 3 აკრძალული ნივთიერება მეტანდიენონი, ტამოფექსინი და დეჰიდროქლორმეთილ-ტესტოსტერონი აღმოუჩინეს.

ბენიკ აბრამიანს უფლება აქვს დროებითი დისკვალიფიკაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს ანტი-დოპონგის განყოფილებაში გაასაჩივროს. 

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტებით ტოკიოში გამგზავრებამდე ყველა სპორტსმენმა გაიარა დოპინგ-კონტროლი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში