რეგულაციების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება, მკაცრი რეკომენდაციაა ყველაგან, დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას - თამარ გაბუნია

03 აგვისტო 2021, 11:58 1355 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჯერჯერობით რეგულაციების გამკაცრება არ არის დაგეგმილი. თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავარია აღსრულდეს ის რაც უკვე დაწესებულია.

გაბუნია ამბობს, რომ პირბადის ტარების სავალდებულობა არის დახურულ სივრცეში, მკაცრი რეკომენდაცია კი რომელსაც გასცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო არის, ის რომ დავუბრუნდეთ ყველგან პირბადის ტარებას სადაც ეს შესაძლებელია.

მისივე განმარტებით, რაც არ უნდა სანქციები დაწესდეს მოქალაქემ თუ თავისით არ მიიღო ეს გადაწყვეტილება არის ფორმალობა.

"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც დაწესებულია აღსრულდეს. დღეს საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა აღსრულების მექანიზმების გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალება, ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა პირბადის გამოყენება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში არის მკაცრად რეკომენდებული"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში