რეკომენდაციის გამოვდივართ თუ გარე სივრცეში 5 ადამიანზე მეტი იკრიბება პირბადე ატარონ - ამირან გამყრელიძე

03 აგვისტო 2021, 12:18 2134 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგები შევიდნენ წინადადებით ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით.

ამირან გამყრელიძის თქმით, გარე სივრცეში თუ 5 ადამიანზე მეტი იკრიბება პირბადე უნდა ატარონ. 

''განსაკუთრებით გამკაცრდება რეგულაციის აღსრულება დახურულ სივრცეებში პირბადის ტარებაზე. ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელად 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში და ამავე დროს თუ გაგრძელდა  ახალი შემთხვევების ზრდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონსძიებებს. მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეჩერება.

დღეს საუბარია იმაზე აღსრულდეს ყველაფერი რაც დაწესებულია, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და მიეცემა დავალებები შესაბამის ორგანოებს. ყველანაირი ტიპის თავშეყრები - იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ. გაკონტროლდება. 

თუ ყველაფერი ეს არ იქნება აღსრულებული, მაშინ იქნება წინადადება  სერიოზული შეზღუდვების  შემოღებაზე'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში