რა ვქნათ ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ლხინის სუფრა - პაატა იმნაძე

03 აგვისტო 2021, 12:54 10708 ნახვა

'' ჩვენ ყოველთვის მეტი შეზღუდვის მომხრე ვართ, რადგან სამწუხაროდ, შვედები არ ვართ, რომლებისთვისაც ავტობუსის გაჩერებაზე დისტანციის დაცვა ცხოვრებისეული ნორმაა'' - ეს განცახდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ გააკეთა. 

პაატა იმნაძის თქმით, საბჭოზე აკრძალვების  აუცილებლობაზე ისაუბრეს, მათ შორის იყო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებაც. ასევე საუბარია რესტორნებში მხოლოდ აცრილი ან გატესტილი მოქალაქეების დაშვებაზე. 

„ ჩვენ ვართ ყოველთვის მეტი შეზღუდვების მომხრე, თუმცა დღეს არის კიდევ ერთი გამოსავალი, ეს შესაძლებლობა არის - აცრა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ადამიანი არ დაიღუპოს. ასევე მთავარია, რომ სამედიცინო სექტორმა შეძლოს გაუმკლავდეს ამდენ პაციენტს.

ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ასევე იყო რესტორნებში დაშვება მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების. ბენეფიტები, რომ იყოს. რა ვქნათ ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი და მერე ჭირად იქცევა ლხინის სუფრა. გვქონდა წინადადება, რომ იყოს 50-კაციანამდე გაიზარდოს რაოდენობა, თუ ყველა აცრილი იქნება, ან წინასწარ გატესტილი. ერთი კვირა კიდევ დავაკვირდებით, რა ვითარება იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში