ჩვენ ვემხრობით მკაცრი შეზღუდვების აღდგენას - პაატა იმნაძე

03 აგვისტო 2021, 13:03 3464 ნახვა

პაატა იმნაძის განცხადებით, ის მკაცრი შეზღუდვების მომხრეა .

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით  საბჭოს უკვე მიმართეს და მკაცრი შეზღუდვების აღდგენა მოითხოვეს.

მისივე განცხადებით, საბჭო იღებს კონსესუსით გადაწყვეტილებებს.

"საბჭო გადაწყვეტილებებს კონსენსუსით იღებს და კონსენსუსი ასეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იყოს არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაშიც."- განაცხადა პაატა იმნაძემ. 

პაატა იმნაძის განცხადებით, ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესება, ასევე რესტორნებში მხოლოდ აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანების დაშვება.

მისივე თქმით, მოწოდებები ამაზე იქნება, თუმცა ისინი ერთი კვირა სიტუაციას დააკვირდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში