თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

03 აგვისტო 2021, 14:32 1222 ნახვა

თურქეთში მეხანძრეები ტყის ხანძრების 13 კერასთან ბრძოლას ამ დრომდე აგრძელებენ.ქვეყნის სოფლისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები ექვს პროვინციაში, მათ შორის ანტალიაში, იზმირსა და მუღლაში მიმდინარეობს.

სამინისტროს ცნობით, ბოლო ექვსი დღის განმავლობაში რესპუბლიკის 32 პროვინციაში ხანძრის 137 კერის ლოკალიზაცია მოხერხდა. ხანძარმა 8 ადამიანი იმსხვერპლა, 900-მდე კი დაშავებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში