2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას - თეა ახვლედიანი

03 აგვისტო 2021, 15:46 1112 ნახვა

ჩვენი სტრატეგია მიზნად ისახავს ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობის, მათი სოციალური თანასწორობისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა 10-წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, ხელი შეეწყობა ბიზნესის განვითარებასა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობების განხორციელებას – სახელმწიფო პროგრამების, სერვისებისა და შეღავათების შესახებ პროაქტიული საინფორმაციო კამპანიებით. 

თეა ახვლედიანის თქმით, ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად მრავალფეროვანი საზოგადოების ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად, პირველი რიგის და ყველაზე მნიშვნელოვან პრიორიტეტად განიხილება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში.

მისივე განმარტებით, 2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას.

"2030 წლისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი ეცოდინება არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულთა სრულ უმრავლესობას – 99,5%-ს; ზრდასრულ მოსახლეობაში ენა საკომუნიკაციო დონეზე ეცოდინება ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების 81%-ს და ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების – 61%-ს“, – აცხადებს თეა ახვლედიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში