გონიოს მოსახლეობის მოთხოვნები და შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან

03 აგვისტო 2021, 18:08 978 ნახვა

გონიოში მცხოვრები 84 ოჯახი მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას უახლოეს მომავალში შეძლებს - ეს დაპირება მოსახლეობამ დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისგან მიიღო. ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით,  ამ ეტაპზე  ზედდების კომისიაში ბევრი საქმეა განსახილველი და პროცედურები ამ მიზეზით ჭიანურდება. შეხვედრამდე, გიონიოში მაცხოვრებმელმა სამინისტროსთან  აქცია გამართეს და მიწის საკუთრებაში დარეგისტრირების პროცედურების დაჩქარება მოითხოვეს. მათი განცხადებით, მიწის ნაკვეთებს სამინისტროს ზედდება აქვს, რის გამოც  საჯარო რეესტრი საკუთრებაში ვერ ურეგისტრირებს მიწებს.  2008 წელს გონიოში 271 ოჯახს მიწის ნაკვეთები საკუთრებაში ჯერ გადასცეს, ხოლო შემდეგ ჩამოართვეს. რამდენიმე მათგანს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების აღიარების კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილებით საკუთრების უფლება აღუდგა, თუმცა მოსახლეობის მაწილი ამ დრომდე გადაწყვეტილების მოლოლოდინშია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში