კიევში ბელარუსი აქტივისტი გარდაცვლილი იპოვეს

03 აგვისტო 2021, 18:33 743 ნახვა

2 აგვისტოს გაუჩინარებული ბელარუსის მოქალაქე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიტალი შიშოვი უკრაინის დედაქალაქში გარდაცვლილი იპოვეს. შიშოვი ხელმძღვანელობდა კიევში დაფუძნებულ ორგანიზაციას სახელწოდებით „ბელარუსული სახლი უკრაინაში“, რომელიც სახელმწიფოსგან დევნილ ბელარუსებს ეხმარებოდა. ორგანიზაცია მათ საცხოვრებლის, დასაქმებისა და იურიდიული მომსახურების კუთხით ეხმარებოდა. შემთხვევის ადგილიდან შიშოვის მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები ამოიღეს.გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში