კვალიფიციური სუბიექტების დაფინანსება

22 ნოემბერი 2016, 00:00 3343 ნახვა

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიების რაოდენობა გაიზარდა. დაფინანსებას 11 ნაცვლად  20 პარტია მიიღებს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დასაფინანსებლად 9, მილიონ 739, 296 ლარი გამოიყოფა. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით, სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ:  „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ - 236,572 ლარი, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - 536,572 ლარი, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - 236,572 ლარი, „ეროვნული ფორუმი“- 236,572 ლარი, „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 598,698 ლარი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 2,082,238 ლარი, „თავისუფალი დემოკრატები“ – 512,196 ლარი, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 1, მილიონ 122 ,526 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 895, 726 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ – 241,625 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ – 997,037 ლარი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 744,008 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“ – 87,024 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“, - 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.

ამავე კატეგორიაში