დღეს ღალატის ტოლფასად მიმაჩნია ქორწილში წასვლა, შეზღუდვებზე მსჯელობა იქნება - ნინო გუგუშვილი

04 აგვისტო 2021, 13:43 7344 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი​ ამბობს, რომ დიდი კლასტერები ძირითადად ქორწილებს და მასობრივ თავშეყრებს უკავშირდება.

​ნინო გუგუშვილის თქმით, ეპიდემიოლოგები წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებულების აუცილებლობას ხედავენ. 

''შეზღუდვებზე იქნება მსჯელობა. შეიძლება რადიკალური არ იყოს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვებზე აუცილებლად ვისაუბრებთ და გვაქვს ჩვენი მოსაზრებები. აჭარაში ტურისტების განსაკუთრებით დიდი ნაკადი არის, რაც თავშეყრის რაოდენობას და რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.

ქორწილები კი დიდი ბედნიერებაა, მაგრამ დღეს მე ღალატის ტოლფასად მიმაჩნია ქორწილში წასვლა. ასეთი მასიური თავშეყრები, 400-500 კაციანი ქორწილები დღევანდელ სიტუაციაში ვერ წარმომიდგენია. ეპიდემიოლოგიურად კლასტერები, რომელიც არის ძირითადად დიდ თავყრილობებს უკავშირდება. 

რეგულაციები ისევ და ისევ რჩება, რომ უნდა გავიკეთოთ ნიღაბი და დავიცვათ დისტანცია, სასურველია ღია სივცეებშიც'' - განაცხადა ნინო გუგუშვილმა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში