იგეგმება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება - თამარ გაბუნია განმარტება 

04 აგვისტო 2021, 15:17 4849 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უკვე არსებული რეგულაციების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა შესაძლებელია. 

თამარ გაბუნიას თქმით, მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ნიღბის ტარებაზე.  

''ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია მუდმივად არის ნიღბის გამოყენების წესის ზედმიწევნით დაცვა. ნიღბის ტარება დღეს არის მაინც მთავარი მექანიზმი. ამდენად თუ კი შემდეგ შეზღუდვაზე და მის გამკაცრებაზე უნდა ვისაუბროთ, ეს იქნება ისევ ნიღბების გამოყენებაზე ძალიან მკაცრი მონიტორინგი, როგორც გარე სივრცეში ასევე შიდა სივრცეებში. 

დღეს სხვა შეზღუდვებზე საუბარი არის განხილვის დონეზე, თუმცა ვფიქრობთ, რომ იმ შეზღუდვების შემთხევაში, რომელიც უკვე დაწესებულია, გვექნება იმის საშუალება, რომ გამკაცრებაზე აღარ ვისაუბროთ. თუ საჭიროება დადგა საბჭო დაუბრუნდება ამ საკითხს'' - განაცხადა გაბუნიამ. 

რაც შეეხება დაწესებულებების დისტანციურ სამუშაოებზე გადასვლას, მინისტრის მოადგილის განცხადებით, ეს ორგანიზაციის გადასაწყვეტია. 

''თავიდანვე გვქონდა გაჟღერებული და ჩვენს სისტემაში, სადაც შესაძლებელია ვცდილობთ, რომ თანამშრომელი იყოს დისტანციურ რეჟიმზე, რათა განიტვირთოს საოფისე სივრცე. ეს არის მარტივი რეკომენდაცია, რომელიც ყველა ბიზნესმა თავად შეუძლია გადაწყვიტოს და შეასრულოს'' - აცხადებს გაბუნია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში