მედიას, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოგიწოდებთ დროულად გაიაროთ რეგისტრაცია - ცესკო

04 აგვისტო 2021, 17:36 1139 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს, როგორც მედიას, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს, მოუწოდებს დროულად გაიარონ საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია/აკრედიტაცია. 

ცესკოში აცხადებენ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, დაამტკიცა საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობები და ვადები.

„საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად პერიოდულად იგეგმება ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიებში სხდომების გამართვა მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენთვის კი, როგორც ყოველთვის, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა.

ამიტომ მოგიწოდებთ – დროულად გაიაროთ კანონმდებლობით გაწერილი პროცედურები ცენტრალურ ან საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციისა და აკრედიტაციის მისაღებად. იმისათვის, რომ გქონდეთ სრული ინფორმაცია ჩვენი საქმიანობის შესახებ, შეუფერხებლად შეძლოთ საარჩევნო პროცესებზე დაკვირვება, სხდომებზე დასწრება და გაშუქება“, – განაცხადეს ცესკო-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში