ხანძარი თურქეთში

04 აგვისტო 2021, 18:21 935 ნახვა

ხანძარია თურქეთშიც. ქვეყნის სამხრეთში ტყის ხანძრის გამო, ევაკუირებულია ადგილობრივი მოსახლეობა.  ხანძარი მუღლას პროვინციაში, ბოდრუმის რიონის ოთხ დასახლებაში გავრცელდა. ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, 28 დასახლებული რაიონიდან ევაკუირებულია 16 600-ზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის 38 პროვინციაში ხანძრის 163 კერიდან ლოკალიზებულია 152. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 51 ვერტმფრენი, 16 თვითმფრინავი და 5 200 მეხანძრე. ერთი კვირის წინ გაჩენილ ხანძარს თურქეთში რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში